Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის ფონზე ბაჰრეინში ჩატარდა ავტორბოლა „ფორმულა ერთი“


ბაჰრეინში მწვავე საპროტესტო გამოსვლების ფონზე მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩატარდა ავტორბოლა „ფორმულა ერთი“. ქვეყანაში ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობს აქციები, რეფორმების გატარების მოთხოვნით. დემონსტრანტებმა სცადეს გადაეკეტათ შეჯიბრების ადგილამდე მისასვლელი გზები. ჰაკერებმა მოახერხეს შეეწყვიტათ ავტორბოლის გადაცემა „ფორმულა ერთის“ ვებსაიტზე. ამასთან, სხვა საიტზე ჰაკერებმა ბაჰრეინში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ კრიტიკული ცნობების ატვირთვა შესძლეს. საპროტესტო გამოსვლებზე ზეწოლის შედეგად მიმდინარე კვირაში სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. პარასკევს, 20 აპრილს ათი ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ მთავრობის მხრიდან გატარებული რეპრესიების დასრულების მოთხოვნით გაიმართა. შარშან საპროტესტო გამოსვლებისა და ძალადობის შედეგად 30 ადამიანის სიკვდილის გამო ავტორბოლა „ფორმულა ერთის“ გაუქმება გახდა საჭირო.
XS
SM
MD
LG