Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინიდან გამოაძევებენ ბრიტანელ ჟურნალისტებს


ბრიტანეთის Channel 4 News-ის ჟურნალისტებს, რომლებიც კვირას ბაჰრეინში საპროტესტო აქციების გაშუქების გამო დააკავეს, ქვეყნიდან გააძევებენ. ტელეარხის საერთაშორისო ამბების კორესპონდენტმა ჯონათან მარტინმა ინტერნეტით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის და მისი ჯგუფი გაათავისუფლეს, თუმცა, მათი ბაჰრეინელი მძღოლი და თანმხლები აქტივისტი პოლიციამ საპატიმროში დატოვეს. ბრიტანელ ჟურნალისტთა ჯგუფი ბაჰრეინში ”ფორმულა ერთის” ავტორბოლის გასაშუქებლად ჩავიდა. ჯგუფმა ავტორბოლის ადგილი ადრე დატოვა და საპროტესტო აქციის გასაშუქებლად ერთ-ერთ სოფელში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG