Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევი: „ქართველი ხალხი ჩვენთვის ახლობელი და ძვირფასია“


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა "ცარიელი ადგილი" და "ნული" უწოდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. რუსეთის ტელეარხებთან ინტერვიუში მედვედევმა განაცხადა, რომ, ადრე თუ გვიან, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ისტორიიდან წავა და რუსეთი მზად არის საქართველოს ნებისმიერ სხვა ლიდერთან თანამშრომლობისა და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის. მედვედევი დარწმუნებულია, რომ რუს ხალხს საქართველოსადმი ანტიპათია არ გააჩნია. „სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნული. ადრე თუ გვიან, ის დატოვებს პოლიტიკის ისტორიას და ჩვენ მზად ვართ, დავამყაროთ ურთიერთობა ქვეყნის ნებისმიერ სხვა ლიდერთან, რომელიც იქ გამოჩნდება, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა“, - თქვა მედვედევმა.
XS
SM
MD
LG