Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გაემგზავრა ჩინეთში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ორშაბათს ვაშინგტონიდან პეკინში გაემგზავრა. კლინტონმა განაცხადა, რომ ჩინეთში დაგეგმილ ოფიციალურ შეხვედრებზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს წამოჭრის. კლინტონის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, 22 აპრილს ჩინეთში შინაპატიმრობიდან თავის დაღწევა და პეკინში, აშშ-ის საელჩოში თავის შეფარება მოახერხა ცნობილმა უფლებამდაცველმა ჩენ გუანჩენმა. ის აშშ-ისგან თავშესაფარს ითხოვს. ჩინეთის ხელისუფლებასთან ჩენგ გუანჩენის საკითხზის გასარკვევად ჩინეთში დაგეგმილზე ადრე ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კურტ კემპბელი. ჩინეთში გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ ვერ თანხმდებიან ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ჩინეთში: ”დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ განვიხილავთ ყველა გადაუჭრელ საკითხს, ადამიანის უფლებების ჩათვლით”.
XS
SM
MD
LG