Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკაში ამფეთქებლები კლივლენდის ხიდს უმიზნებდნენ


აშშ-ში დააკავეს 5 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდის ხიდის აფეთქების დაგეგმვაში. ეჭვმიტანილები - 20-დან 25 წლამდე ახალგაზრდები - თავს ანარქისტებს უწოდებენ. ოპერაცია გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩაატარა. მათ ანარქისტების ჯგუფში საკუთარი აგენტი ჩანერგეს, რომელმაც მათ გაუმართავი ასაფეთქებელი მოწყობილება გადასცა. ხელისუფლებსი ცნობით, ახალგაზრდების ჯგუფი არ არის დაკავშირებული რომელიმე საერთაშორისო ტერორისტულ ქსელთან.
XS
SM
MD
LG