Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში თავდასხმებმა შვიდი ადამიანი შეიწირა


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, ქაბულში, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 20-მდე პირი დაიჭრა რამდენიმე თავდასხმის, მათ შორის თვითმკვლელის მიერ ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ეს თავდასხმები რამდენიმე საათში მოჰყვა ავღანეთიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გამგზავრებას. ავღანეთში მან პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ერთად ხელი მოაწერა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა ოთხშაბათის იერიშებზე, რომლებიც, მისი თქმით, იყო პასუხი ობამას ვიზიტზე.
XS
SM
MD
LG