Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიცია ხვალინდელ საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს


სირიის წამყვანი ოპოზიციჯური ჯგუფების მოწოდებით, 7 მაისისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადდეს. არჩევნებს ეს ჯგუფები „დაცინვას“ უწოდებენ და ქმნიან ალტერნატიულ პარლამენტს, იუწყება გაზეთი „აშარხ ალ ავსათი“. მათი განცხადებით, ალტერნატიული კანონმდებლობის პირველი აქტი იქნება ძველი, 1950 წლამდელი კონსტიტუციის აღდგენა. ეს განცხადება გამოქვეყნდა სირიაში ძალადობის ფონზე. ამ ქვეყნის უფლებადამცავი ჯგუფის თანახმად, მას მერე, რაც აპრილში მთავრობის ძალებს და მეამბოხეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული, 600 ადამიანი დაიხოცა.
XS
SM
MD
LG