Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიაში ავიაკატასტროფას, როგორც ჩანს, ვერავინ გადაურჩა


ინდონეზიაში მაშველები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ვერავინ გადაურჩა რუსული წარმოების თვითმფრინავის, „სუხოის“ ტიპის სუპერჯეტ 100-ის ავარიას. თვითმფრინავში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა - უმეტესწილად ინდონეზიელები, ეკიპაჟის წევრები კი რუსები იყვნენ. ინდონეზიელი ოფიციალური პირის, გაგა პრაკოზოს ინფორმაციით, ხუთშაბათს გვამები იპოვეს მთაზე დასავლეთ ინდონეზიაში, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი ოთხშაბათს, ჯაკარტაში აფრენიდან 21 წუთში ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც პილოტებმა უცებ შეცვალეს კურსი. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია. თვითმფრინავი ახორციელებდა სადემონსტრაციო ტურნეს, რომლის ფარგლებშიც იმყოფებოდა ყაზახეთში, პაკისტანსა და მიანმარში.
XS
SM
MD
LG