Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სონიმ“ განვლილ წელს 5,7 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა


კორპორაცია „სონიმ“ განვლილ წელს 457 მილიარდი იენის, ანუ 5,7 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა. ამ ზარალით, რომელიც აღირიცხა მარტში დასრულებული ფისკალური წლის განმავლობაში, მეოთხე წელია, გრძელდება ვიდეოთამაშების კონსოლების, ტელევიზორებისა და სხვა პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის ფინანსური წარუმატებლობა. იაპონიაში დაფუძნებული „სონის“ განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, შემოსავლების შემცირების მიზეზებად სახელდება იაპონურ ვალუტა იენის მაღალი კურსი, შარშანდელი მარტის მიწისძვრის და ცუნამის შედეგები, სხვა კომპანიებთან კონკურენცია და ტელევიზორების მკვეთრად გაიაფება. კორპორაცია აცხადებს, რომ გეგმავს სამუშაო ადგილების შემცირებასა და სხვა რეფორმებს, რათა ისევ შეძლოს მოგების აღრიცხვა მომავალი წლის მარტის მიწურულს.
XS
SM
MD
LG