რუსეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, დაღესტანში სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს ექვსი ექსტრემისტი. ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ექსტრემისტების გვამები შეტაკების ადგილას იპოვეს. სპეცოპერაცია დაღესტანში ხუთშაბათს დაიწყო ყიზლარის რაიონში. ურთიერთსროლის დროს დაიღუპა სამართალდამცავი ორგანოების ორი თანამშრომელი, დაიჭრა სამი პოლიციელი და ოთხი სამხედრო მოსამსახურე.
ყველაზე პოპულარული
1