ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF-ის) განცხადებით, შაბათს მისი ორი ჯარისკაცი მოკლეს ავღანელი პოლიციელების ფორმიანმა თავდამსხმელებმა. ISAF-ის განცხადება არ მოიცავს ინფორმაციას დაღუპულთა ეროვნებაზე. ჯერ უცნობია, თავდამსხმელები მართლაც ავღანელი პოლიციელები იყვნენ, თუ მათს ფორმაში ჩაცმული მეამბოხეები. ინციდენტი მოხდა სამხრეთ ავღანეთში. ასევე შაბათს ავღანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ბაზაზე, სადაც მათ ორმა ავღანელმა პოლიციელმა ესროლა.
ყველაზე პოპულარული
1