Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ყოჩიაშვილი: წყალდიდობამ თბილისი რამდენიმე მილიონი ლარით დააზარალა


წყალდიდობამ თბილისი რამდენიმე მილიონი ლარით დააზარალა - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გიორგი ყოჩიაშვილმა. მისივე ცნობით, ზარალის საბოლოო მოცულობა მოგვიანებით გაირკვევა. რაც შეეხება დედაქალაქში ამ დროისთვის არსებულ ვითარებას, ყოჩიაშვილის განცხადებით, სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს დამეწყრილი უბნების ტალახისგან გაწმენდა და დაზიანებული კოლექტორის აღდგენა. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თქმით, მაქსიმუმ ხვალ დილისთვის თბილისში სტიქიის კვალი აღარ იარსებებს. გასული კვირის ბოლოს ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ თბილისში 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უსახლკაროდ დარჩა 11 ოჯახი, რომლებსაც თბილისის მერიამ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გამოუძებნა.
XS
SM
MD
LG