Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკოს ქალიშვილმა დახმარება სთხოვა აშშ-ის კონგრესს


უკრაინაში დაპატიმრებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ქალიშვილმა შეერთებული შტატების კონგრესს სთხოვა, „გააგრძელოს ზეწოლა“ უკრაინის ხელისუფლებაზე ტიმოშენკოსა და მთავრობის სხვა პოლიტიკური ოპონენტების გათავისუფლების მოთხოვნით. ევგენია ტიმოშენკომ ამ თხოვნით მიმართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომიტეტის წევრებს ხუთშაბათს, მათთან ვიდეოჩართვისას საუბრის დროს. ევგენია ტიმოშენკომ, რომელიც კიევიდან ესაუბრებოდა კონგრესმენებს, განაცხადა, რომ კვლავაც ძალიან შეშფოთებულია დედის მდგომარეობით. იულია ტიმოშენკო ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული ხერხემლის დაავადების სამკურნალოდ. ტიმოშენკო აცხადებს აგრეთვე, რომ ციხეში უხეშად მოეპყრნენ მცველები, რის გამოც მას შიმშილობაც ჰქონდა გამოცხადებული. ტიმოშენკოს შარშან, ოქტომბერში მიუსაჯეს შვიდი წლით პატიმრობა, უკრაინის პრემიერ-მინისტრობის დროს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდებით.
XS
SM
MD
LG