ჩრდილოეთ იტალიაში, ემილია რომანიას რეგიონში, უკანასკნელი მონაცემებით, ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა მიწისძვრის შედეგად. მიწისძვრა შაბათს ღამით მოხდა, მისი ბიძგების მაგნიტუდა, ექვს ბალს უახლოვდებოდა. დაინგრა მრავალი შენობა, მათ შორის, ისტორიული მნიშვნელობისა, ჩამოიშალა ეკლესიების სამრეკლოები. ხელისუფლება აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, კულტურულ მემკვიდრეობას სერიოზული ზარალი მიადგა. მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა ბოლონიაში, ფერარაში, ვერონაში, მანტუაში. ორი ქალი გარდაიცვალა შოკისგან. როგორც იტყობინებიან, ერთ-ერთი მათგანი ას წლამდე იყო მიწეული. კვირას, დაახლოებით დღის პირველი საათისთვის, ქალაქ ფერარას მახლობლად აღინიშნა განმეორებითი მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა 5 ბალს აღწევდა. დაინგრა კიდევ რამდენიმე შენობა, რომლებიც პირველ მიწისძვრას გადაურჩა.
ყველაზე პოპულარული
1