Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო იემენის ტერაქტს გმობს


გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო იიემენში განხორციელებული ტერორისტული აქტი, რომელზეც პასუხისმგებლობა ალ-ყაიდამ აიღო. ქვეყნის დედაქალაქ სანაში, პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარ აფეთქებას უშიშროების საბჭომ უწოდა ”დანაშაული, რომლის გამართლებაც შეუძლებელია”. აფეთების შედეგად დაიღუპა ასამდე სამხედრო მოსამსახურე. სამასამდე ადამიანი დაშავდა. ტერაქტი დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმაც.
XS
SM
MD
LG