Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუკია ამანო: ირანი პრინციპში დათანხმდა შემოწმებას


გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელის თანახმად, ირანმა პრინციპში თანხმობა განაცხადა იმაზე, რომ საერთაშორისო ექსპერტებმა შეამოწმონ მისი ბირთვული პროგრამა - რომელიც, გავრცელებული შეშფოთებით, ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. თუმცა ასეთი შემოწმების შესახებ ოფიციალური შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, იუკია ამანომ ჟურნალისტებს ვენაში უთხრა, რომ თეირანსა და მის სააგენტოს შორის შეთანხმება შესაძლოა მალე გაფორმდეს, მაგრამ მანამდე გარკვეული საკითხები ჯერ კიდევ საჭიროებს დაზუსტებას. ამანოს აზრით, შეთახმებაში სავარაუდოდ გათვალისწინებული იქნება ექსპერტების დაშვება თეირანთან ახლოს მდებარე პარჩინის სამხედრო ბაზაზე. ამანო ამ განცხადებებით თეირანიდან დაბრუნების შემდეგ გამოვიდა. აშშ-ისი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ცხადია, შეთანხმების მიღწევა ერთი საქმეა, მის განხორცილებას შევეცადოთ, რათა ირანმა ატომური სააგენტოს ყველა ინფორმაცია მიაწოდოს იმის გასარკვევად, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურებაო. ოთხშაბათს ბაღდადი უმასპინძლებს ირანისა და ექვსი წამყვანი სახელმწიფოს წარმომადგენლების შეხვედრას, რომლის თემაც ირანის ბირთვული პროგრამა იქნება.
XS
SM
MD
LG