Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მუსლიმანთა საძმო“ ეგვიპტეში მოლაპარაკებების ინიციატივით გამოდის


ეგვიპტის პოლიტიკური პარტია „მუსლიმანთა საძმო“ აცხადებს, რომ ოთხშაბათს დასრულებული საპრეზიდენტო არჩევნების არასრული მონაცემებითაც კი ცხადია, რომ მეორე ტურის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მათი კანდიდატი მუჰამედ მურსი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ შაფიყი. „მუსლიმანთა საძმო“ მოუწოდებს პირველ ტურში დამარცხებულ პოლიტიკურ ძალებს, შეიკრიბონ და ერთად იმსჯელონ ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურასა და სამთავრობო კოალიციის შექმნაზე. საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებითი ტური ეგვიპტეში 16-17 ივნისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG