Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო სირიის მოვლენებზე გამართავს შეხვედრას


დიპლომატების თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო აპირებს შეკრებას სირიაში დატრიალებული მასობრივი ხოცვა-ჟლეტვის გამო. საფრანგეთმა და გერმანიამ შეიმუშავეს განცხადების ტექსტი, რომელშიც დაგმობილია სირიის ქალაქ ჰოულაში პარასკევსა და შაბათს 92 კაცის დახოცვა, რომელთა შორის 32 ბავშვია. უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა მოითხოვა არ მიიღონ განცხადება, ვიდრე არ მოუსმენენ საერთაშორისო დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელს გენერალ მაიორ რობერტ მუდს. სირიის მთავრობამ მოიხსნა პასუხისმგებლობა მასობრივ მკვლელობაზე, სირიის საგარეო საქმეთა სამინსიტროს განცხადებით, მოქალაქეთა დახოცვაში ბრალი „ტერორისტებს“ მიუძღვით. თუმცა, სირიიდან მოსული ცნობებით, სირიის არმია კვირასაც განაგრძობდა ოპოზიციის მოხრე დაჯგუფებების საყრდენი პუნქტების საარტილერიო დაბომბვას.
XS
SM
MD
LG