Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში ორი მილიციელი და ერთი სამოქალაქო პირი მოკლეს


ორი მილიციელი და ერთი სამოქალაქო პირი მოკლეს დღეს ქალაქ გალში. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება, რომ გალის ერთ-ერთ კაფეში შეიჭრა ორი, ჯერჯერობით დაუდგენელი პირი, რომლებმაც ავტომატური იარაღიდან უმისამართლო სროლა დაიწყეს და შემდეგ, დანაშაულის ადგილიდან ავტომანქანა ”ვოლგით” მიიმალნენ. ამავე წყაროს ცნობით, დაიღუპა გალის მილიციის ორი თანამშრომელი და სოფელ ნაბაკევის მკვიდრი მამაკაცი. გამოძიებას აწარმოებს გალის პროკურატურა, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით აღძრა.
XS
SM
MD
LG