Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილმა 27 მაისის აქცია შეაფასა


კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი 27 მაისს თბილისში გამართულ მრავალათასიან აქციას იმის კიდევ ერთ დასტურად აფასებს, რომ მისი გადაწყვეტილება პოლიტიკური საქმიანობის დაწყების შესახებ სწორი იყო. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მტკიცებულების სახით მიიღო ის, რისიც აქამდეც სჯეროდა. "ამ დღეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპისა და ჩვენი ყველაზე დიდი მეგობრების - ამერიკელებისთვისაც, რომლებმაც დაინახეს, რომ თავისუფლებისკენ ქართველების სწრაფვა დაუოკებელი, ორგანიზებული და შეგნებულია და მის შეჩერებას ვერ შეძლებს ვერანაირი ძალა", - განაცხადა კოალიციის ლიდერმა. ბიძინა ივანიშვილმა 27 მაისის აქციაში მონაწილეებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და კვლავ აღნიშნა, რომ ყველა დაპირების შესრულებას აპირებს. აქციის მონაწილეთა რაოდენობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ივანიშვილმა განაცხადა, რომ "გუშინდელ აქციაზე იმაზე მეტი ხალხი ნამდვილად მოვიდა, რამდენიც მიშას ავტობუსებში ჩაეტეოდა."
XS
SM
MD
LG