Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო გმობს რუსეთში ჟურნალისტზე თავდასხმას


ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხში, დუნია მიატოვიჩი გმობს რუსეთში რადიოჟურნალისტ სერგეი ასლანიანზე მოწყობილ თავდასხმას და ხელისუფლებას მოუწოდებს თავდამსხმელთა ვინაობის მალე დადგენისაკენ. ამასთან, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო განცხადებაში, მიატოვიჩი მიესალმება პოლიციის სრაფად რეაგირებას გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებით. ასლანიანზე თავდასხმა წუხელ მოეწყო მოსკოვში, მისივე ბინის მახლობლად. ეუთოს ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილეობდა ერთი ან რამდენიმე თავდამსხმელი. ჟურნალისტს მიაყენეს რამდენიმე ჭრილობა, რის გამოც მას ოპერაცია დასჭირდა. ასლანიანი დიდხანს მუშაობდა რადიო „ეხო მოსკვიში“, ახლა კი ხშირად მონაწილეობს „რადიო მაიაკის“ პროგრამებში.
XS
SM
MD
LG