Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი დიპლომატი აშშ-ში წყვეტს დამასკთან ურთიერთობას


სირიის გენერალურმა საპატიო კონსულმა კალიფორნიაში ჰაზემ ჩეჰაბიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ წყვეტს ურთიერთობას დამასკთან. მისი ეს გადაწყვეტილება არის პასუხი 25 მაისს სირიის ქალაქ ჰულაში ხოცვა-ჟლეტაზე. ჰულაში 100-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, მათ შორის - ქალები და ბავშვები. ჰაზემ ჩეჰაბიმ განაცხადა: ”დგება მომენტი, როცა დუმილი და უმოქმედობა ეთიკურად და მორალურად მიუღებელია”. ჩეჰაბიმ აგრეთვე აღნიშნა: ”ქალაქ ჰულაში ბოლო დროს განხორციელებული ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა ჩემთვის იქცა გარდამტეხ მომენტად, როცა ადამიანი ვერ გაამართლებს დუმილს”. ჰაზემ ჩეჰაბის მამა სირიის არმიის შტაბის უფროსი იყო ბაშარ ალ-ასადის მამის - ჰაფეზ ალ-ასადის მმართველობის დროს.
XS
SM
MD
LG