Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უწყებათშორისი კომისია შეისწავლის პოლიტიკური პარტიების წევრებზე ანგარიშსწორების ფაქტებს


ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შექმნილი უწყებათშორისი კომისიის ინტერესის ერთ-ერთ მთავარ საგანს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზე ანგარიშსწორების ფაქტების შესწავლა წარმოადგენს - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა კომისიის წევრმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ. მისი თქმით, ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც პარტიებმა მათ წარმომადგენლებზე თავდასხმის შესახებ განაცხადეს. ზღულაძის ინფორმაციით, ასპინძის შემთხვევაში სამართალდამცავებმა შეძლეს გამოძიების დასრულება, ეჭვმიტანილები იდენტიფიცირებულნი არიან და შესაბამისი სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს. ხობის შემთხვევაში კი, როგორც ეკა ზღულაძემ აღნიშნა, გამოძიებამ შედეგი სწრაფად ვერ მოიტანა, თუმცა შსს-ს გადაწყვეტილება ინფორმაციისთვის ჯილდოს დაწესების შესახებ ცხადყოფს, რომ სამინისტრო მოტივირებულია, საქმე გამოუძიებელი არ დარჩეს. ხობსა და ასპინძაში თავდასხმა ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებზე მოხდა.
XS
SM
MD
LG