Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”სამართლიანი რუსეთი” საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს


ფრაქცია ”სამართლიანი რუსეთი” საკონტიტუციო სასამართლოს მიმართავს იმ კანონის გაუქმების მოთხოვნით, რომლის მიღებასაც რუსეთის ხელისუფლება გეგმავს. კანონპროექტი საპროტესტო აქციების ჩატარების რეგულაციებისა და ჯარიმების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. ის უკვე მოიწონა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ. მიმდინარე კვირაში იგეგმება მისი განხილვა ფედერაციის საბჭოში და დამტკიცების შემთხვევაში, ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება. სამშაბათს მრავალსაათიანი განხილვის შემდეგ სახელმწიფო დუმამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც მასობრივ აქციებზე დარღვევებს შეეხება.
XS
SM
MD
LG