Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი მოითხოვს, რომ მშენებლობებზე უკეთ დაიცვან უსაფრთხოების წესები


საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს, რომ მშენებლობებზე უკეთ იქნეს დაცული უსაფრთხოების წესები. მიხეილ სააკაშვილმა დღეს თბილისში, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საჭიროა სისხლის სამართლის პასუხისგების საკითხის დასმა მშენებლობების ხელმძღვანელების მიმართ, ვინც არ იცავს უსაფრთხოების ნორმებს. შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანი დაიღუპა ქუთაისში ახალი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად. პრეზიდენტი შეეხო თბილისში, პირველი კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე წუხელ მომხდარ ინციდენტსაც, როცა ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი ადამიანი. "არაფერი არ ღირს ისე, როგორც ადამიანის სიცოცხლე. მე ვარ ამ თემაზე ძალიან გაბრაზებული, თან იციან ჩემი პოზიცია ამ საკითხებზე. გულთან ახლოს მიმაქვს, მეორეს მხრივ, ეს არის ის, რომ ჩვენ ბევრად უფრო კარგად უნდა გადავამზადოთ ჩვენი სპეციალისტები", - განაცხადა სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG