Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი ირანს მოუწოდებს 20-პროცენტიანი ურანის საკითხის განხილვისაკენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ირანს მოუწოდა მზად იყოს „კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისათვის“, რათა შეაჩეროს ურანის გამდიდრება 20 პროცენტზე. ეს ირანთან გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების და გერმანიის იმ მოლაპარაკების დროს უნდა გაირკვეს, რომელიც მოსკოვში იმართება 18-19 ივნისს. 20 პროცენტს ზემოთ გადმიდრებული ურანი იარაღის შექმნისთვის საჭირო მასალას წარმოადგენს. ირანი უარყოფს, რომ იარაღზე მუშაობს და აცხადებს, რომ ურანს სამედიცინო მიზნებისთვის აწარმოებს. 20- პროცენტიანი ურანი, მოსკოვის შეხვედრაზე, დასავლეთის მთავარი მოთხოვნა იქნება თეირანი სმიმართ, განაცხადა კლინტონმა დღეს სტამბოლში.
XS
SM
MD
LG