Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქალაქო სასამართლოში დაიწყო ივანიშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის განხილვა


თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის განხილვა. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიიჩნევს, რომ ”პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების მეშვეობით და პოლიტიკური და საარჩევნო მოტივაციით ხორციელდებოდა კანონსაწინააღმდეგო სქემების დაფინანსება კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით.” მონიტორინგის სამსახურის მტკიცებით, კომპანიების "ბურჯის," "ელიტა ბურჯის" და "გლობალ კონსალტინგ გრუპის" მეშვეობით ხდებოდა ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენის დარიგება და 239 ერთეული ავტომანქანით შეღავათიანი მომსახურება. სასამართლო სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, მოსამართლემ საქმის განხილვა აღარ განაგრძო და პროცესი 11 ივნისისთვის გადადო. ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლე კობა გოცირიძემ არ მიიღო ისეთი მტკიცებულები, რომლებიც ადასტურებს, რომ კონტროლის პალატის ოქმი არასწორადაა შედგენილი. ადვოკატის შეფასებით, კონტროლის პალატის მტკიცებულებები ვერ ადასტურებდა წყაროს, რომლის საფუძველზე შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილის დამნაშავედ გამოცხადება. თადუმაძის ინფორმაციით, კონტროლის პალატის მიერ დასახელებული კომპანიები, მაგალითად, "გლობალ კონსტალინგ გრუპი" საერთოდ არ არის ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული.
XS
SM
MD
LG