Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დღეიდან იმართება ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მატჩები


უკრაინა დღეს პირველად მასპინძლობს ევროპის საფხებურთო ჩემპიონატის მატჩებს. ხარკოვში (თბილისის დროით 20 საათზე) ჩატარდება ნიდერლანდის და დანიის ეროვნული გუნდების შეხვედრა, მოგვიანებით კი ლვოვი უმასპინძლებს გერმანია-პორტუგალიის მატჩს. როგორია განწყობა, ამ შეკითხვით ჩვენი როდიოს კორესპონდენტმა მიმართა ლვოვის ერთ-ერთ მკვიდრს. „ყველაფერი საუცხოოდაა! ფეხბურთი რომ არ იყოს, ლვოვი ალბათ გაღატაკებული, მიგდებული იქნებოდა. ახლა კი მოწესრიგდა. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა,“ - უთხრა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ლვოვის ხანდაზმულმა მკვიდრმა. ევროპის ჩემპიონატი პარასკევს გაიხსნა ვარშავაში.
XS
SM
MD
LG