Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში არჩევნების პირველი შედეგებით, სოციალისტები ლიდერობენ


საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წინასწარი შედეგებით, მცირე უპირატესობით ლიდერობს პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტური პარტია. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი CSA მოსალოდნელად მიიჩნევს, რომ სოციალისტურ ბლოკს, მოკავშირე მწვანეებთან ერთად, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ერგება საკმარისი ხმები საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად. მეორე ტური მომავალ კვირას ჩატარდება. ამჟამად საფრანგეთის პარლამენტში უმრავლესობაში არიან კონსერვატიული ძალები. საპარლამენტო არჩევნების შედეგები გავლენას მოახდენს ახალი პრეზიდენტის, სოციალისტ ფრანსუა ოლანდის რეფორმების ტემპსა და მასშტაბზე.
XS
SM
MD
LG