Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკაში ფინანსისტი ალან სტენფორდი გაასამართლეს


აშშ-ში 110 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ფინანსისტ ალან სტენფორდს. ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო თაღლითური სქემის ორგანიზებაში, რომლის შედეგადაც ათობით ათასმა ადამიანმა საერთო ჯამში 7 მილიარდი დოლარი დაკარგა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სტენფორდი ოპერირებდა მსგავსი ”ფინანსური პირამიდის” სქემით, როგორც ფინანსისტი ბერნარდ მედოფი, რომელსაც მანამდე 150 წლით პატიმრობა მიუსაჯეს და რომლის მაქინაციების შედეგადაც მეწილეებმა 50 მილიარდი დოლარი დაკარგეს. თავად ფინანსისტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG