Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცხეთაში "ქართული ოცნების" აქცია გაიმართა


მცხეთაში, ბებრის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, თეატრონთან, ოპოზიციური კოალიციის, „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართა. აქციაზე მისულ ხალხს კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა სიტყვით. მან სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა და მოქალაქეებს, მათ შორის დევნილებს, პირობების გაუმჯობესებას დაპირდა. ამასთან, ივანიშვილმა გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილის ცენტრალიზებული და „ერთპიროვნული“ მართვის სტილი და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ აქცენტს თვითმართველობის პრინციპზე გააკეთებს. გამოსვლის მეორე ნაწილში ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მისი თქმით, კოალიციის შემდეგი აქცია 15 ივლისს გორში გაიმართება. აქციის ფარგლებში კონცერტი გამართა ივანიშვილის ვაჟმა, ბერამ.
XS
SM
MD
LG