Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანი: ირანს შეუძლია სირიის საკითხში პოზიტიური როლის შესრულება


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, კოფი ანანის აზრით, ირანს შეუძლია სირიის კრიზისის მოგვარებაში „პოზიტიური როლის“ შესრულება. ანანმა ეს შეფასება გამოთქვა დღეს თეირანში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ალი აკბარ სალეჰისთან მოლაპარაკების შემდეგ. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, კოფი ანანმა აღნიშნა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ მას შესთავაზა მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში. „ჩვენ გვსურს, რომ ყველა მხარემ შეწყვიტოს ძალადობა. ვფიქრობ, არც ისე დიდი ხნის წინ უკვე ვთქვი, რომ როცა ძალადობისათვის ბოლოს მოღებაზე ვსაუბრობთ, მივმართავთ ყოველ შეიარაღებულ პირს, არ წავიდეს და არ მოკლას სამოქალაქო პირები და საკუთარი ხალხი“, განაცხადა ანანმა თეირანში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. მას არ უთქვამს, კონკრეტულად რა შესთავაზა ირანმა. ზოგადად, ირანი რუსეთთან ერთად ითვლება სირიის რეჟიმის მთავარ უცხოელ მოკავშირედ. შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რომლებიც ირანს უპირისპირდებიან მისი ბირთვული პროგრამის გამო, არ უჭერენ მხარს თეირანის მონაწილეობას სირიის კონფლიქტის მოგვარების საქმეში.
XS
SM
MD
LG