მოსკოვის ცენტრში, ნოვოპუშკინსკის მოედანზე იმართება ოპოზიციის აქცია უსაფრთხოების მკაცრი ზომების ფონზე. სანქცირებული მიტინგი იმართება, როგორც მისი ორგანიზატორები აცხადებენ, „რეპრესიებისა და პოლიციის უკანონო ქმედების“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. დემონსტრანტები მოითხოვენ, შეწყდეს მოსკოვში 6 მაისს გამართული საპროტესტო გამოსვლის მონაწილეთა დევნა. დღეს უფრო ადრე რუსეთის პოლიციამ დააკავა კიდევ ორი აქტივისტი 6 მაისის გამოსვლებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. შედეგად 20-მდე გაიზარდა 6 მაისის აქციაში მონაწილეობის გამო დაკავებულების რიცხვი. იმ დღეს - პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის მესამე ვადით ინაუგურაციამდე - მოხდა პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებიც. დაკავებულ იქნა 400-ზე მეტი ადამიანი.
ყველაზე პოპულარული
1