Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეპოსათვის ბრძოლებში ათობით მოქალაქე დაიღუპა


სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოში, სამთავრობო ჯარებსა და ამბოხებულებს შორის მიმდინარე გააფთრებულ ბროლაში ათობით სამოქალაქო პირი დაიღუპა. ინფორმაციას ამის თაობაზე თვითმხილველებზე დაყრდნობით სირიელი უფლებათადამცველები და აქტივისტები ავრცელებენ. სირიის არმიის ქვედანაყოფები ცდილობენ შეავიწროვონ შეიარაღებული ოპოზიციის რაზმები იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ კვირის განმავლობაშია ალეპოში დაიკავეს. „თავისუფალი სირიის არმის“ წარმომადგნელების ცნობით, მათმა სამხედროებმა სამთავრობო ძალების რამენიმე ტანკი ააფეთქეს. ლონდონში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი ამტკიცებს, რომ სირიის კონფლიქტის დროს დაღუპულთა რაოდენობა 20 ათასს კაცს აჭარბებს.
XS
SM
MD
LG