Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიღნაღის იზოლატორში მყოფმა "ქართული ოცნების" წევრმა შიმშილობა დაიწყო


სიღნაღის იზოლატორში ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფმა "ქართული ოცნების" წევრმა ილია სულიაშვილმა მამის დაკრძალვაზე დასწრების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ცნობას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ილია სულიაშვილს პატიმრობის ვადა 5 აგვისტოს უმთავრდება. ადვოკატ თედო კობახიძის განცხადებით სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსი გიორგი კობიაშვილი ილია სულიაშვილის მამის დაკრძალვაზე გაშვებასთან დაკავშირებით, შუამდგომლობის ჩაბარებაზე გუშინ მთელი დღის განმავლობაში უარს აცხადებდა. პოლიციამ "ქართული ოცნების" პროგრამა "კარდაკარის" რეგისტრატორი ილია სულიაშვილი 1 ივლისს დააკავა. ის წვრილმანი ხულიგნობაში დაადანაშაულეს და სასამართლომ 35 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ილია სულიაშვილს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა. მას პოლიციაში სოფელ ჩალაუბანში მცხოვრებმა გიორგი და ლალი ფრიდონაშვილებმა უჩივლეს. მათი თქმით, სულიაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავად სულიაშვილი კი აცხადებს, რომ თავს სამი უცნობი პირი დაესხა და "ქართული ოცნებასთან" თანამშრომლობის გამო სცემეს.
XS
SM
MD
LG