ირანის თავდაცვის მინისტრის აჰმედ ვაჰიდის თანახმად, წარმატებით დასრულდა მცირე რადიუსის მოქმედების ფატეჰ-110 კლასის ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება. ვაჰიდიმ შაბათს ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, რომ 300 კილომეტრ რადიუსზე მოქმედ რაკეტას შეუძლია საზღვაო და სახმელეთო სამიზნეთა განადგურება სპარსეთის ყურისა და ომანის ზღვის ირგვლივ. ირანის თავდაცვის მინისტრმა ბალისტიკურ რაკეტას „თავდაცვითი საშუალებას“ უწოდა, თუმცა ვაჰიდის არ დაუკონკრეტებია, თუ როდის მოხდა რაკეტის გაეშვება.
ყველაზე პოპულარული
1