Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში რაულ ვალენბერგის 100 წლისთავი აღინიშნა


4 აგვისტოს 100 წელი შესრულდა რაულ ვალენბერგის დაბადებიდან. შვედი დიპლომატი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ათიათასობით უნგრელი ებრაელი გადაარჩინა ჰოლოკოსტს, მრავალთა აზრით, საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკში უნდა დაღუპულიყო. რაულ ვალენბერგის ღვაწლს 4 აგვისტოს ისრაელში, უნგრეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე მიაგეს პატივი. შვეციაში ტახტის მემკვიდრე პრინცესა ვიქტორიაც იყო იმ ცნობილ ადამიანებს შორის, რომლებმაც შაბათს სტოკჰოლმთან ახლოს ხსოვნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. აშშ-ის კონგრესმა რაულ ვალენბერგი სიკვდილის შემდგომ კონგრესის ოქროს მედლით დააჯილდოვა, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ვალენბერგის ასი წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილ საგანგებო აქტს.
XS
SM
MD
LG