აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ერთ-ერთი მრჩეველი ბაჩუკი ჩხეიძე თანამდებობიდან გადადგა და კოალიცია „ქართულ ოცნებას" შეუერთდა. ინფორმაცია ჩხეიძის გადადგომის შესახებ 4 აგვისტოს რამდენიმე ქართულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა. "მე დღეს გადავდექი თანამდებობიდან და მხარს ვუჭერ "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს. მოღვაწეობას მათთან ერთად გავაგრძელებ. მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც სურს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ნორმალური პოლიტიკური სიტუაცია. ჩემი წამოსვლის ძალიან ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქვეყანა კონსტიტუციური ნორმებიდან ამოვარდნილია," - განაცხადა ჩხეიძემ ტელეკომპანია "მაესტროსთან" გაკეთებულ სატელეფონო საუბარში. 5 აგვისტოს ბათუმში გაიმართება "ქართული ოცნების" მორიგი წინასაარჩევნო მიტინგი. აჭარაში უკვე იმყოფებიან ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის სხვა ლიდერები, რომლებიც კვირას მიტინგზე მრავალ მხარდამჭერს ელოდებიან.
ყველაზე პოპულარული
1