Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალა კახნიაური "ბურჯის" ოფისიდან ავტოტრანსპორტის გაყვანას ძარცვად აფასებს


კომპანია "ბურჯის" სამგორის ოფისიდან ავტოტრანსპორტის გაყვანას ძარცვად აფასებს "ქართუ ჯგუფის" იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი ალა კახნიაური. მან სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ კომპანიის თანამშრომლებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომელიც მათ ნაცვლად აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებს და უცნობ, შავფორმიან პირებს დაეხმარა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპანია "ბურჯის" ქონება შეიძინა კომპანია "გამამ," რომლის დირექტორი გიორგი ყავლაშვილია. ”ბურჯის” ქონება გასულ კვირაში აუქციონზე თითქმის 9 მილიონ ლარად გაიყიდა იძულებით მას შემდეგ, რაც კომპანიამ უკანონოდ მიიჩნია და არ გადაიხადა ”ქართული ოცნებისთვის” შეღავათიანი მომსახურების ბრალდებით, აუდიტის სამსახურის მიერ დაკისრებული 11-მილიონიანი ჯარიმა.
XS
SM
MD
LG