სირიის მეამბოხე არმიის მებრძოლებმა განაცხადეს, რომ თავის თავზე იღებენ პასუხისმგებლობას რუსი გენერლის მკვლელობის გამო. გენერალი ვლადიმირ კუჟეევი, მეამბოხეების გნცხადებით, სირიის გენშტაბის უფროსისა და თავდაცვის მინისტრის მრჩეველი იყო. არაბული ტელეარხი ”ალ-არაბია” იუწყება, რომ მეამბოხეებმა ხელში ჩაიგდეს რუკები და დოკუმენტები, რომლებიც ოპოზიციას ეხებოდა. სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ მათი ოპერაცია ადასტურებს რუსეთის ჩართულობას სირიაში მიმდინარე კონფლიქტში.
ყველაზე პოპულარული
1