Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიიდან წინააღმდეგობრივი ცნობები ვრცელდება


სირიელი მეამბოხეების ცნობით, ისინი აკონტროლებენ სალაჰედინს - ალეპოს სამხრეთ მისადგომს. ოპოზიციის თანახმად, სირიის არმიამ ვერ შეძლო ამ რაიონში წინ წაწევა, დღეების განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური შეტევის მიუხედავად. მეამბოხეთა ვერსია ეწინააღმდეგება სირიის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამთავრობო ძალები შევიდნენ სალაჰედინში, დახოცეს მეამბოხეთა უმრავლესობა და პარალელურად ალეპოს სხვა რაიონებსაც იღებენ. სალაჰედინის დანგრეული ქუჩები და სახლები მოწმობს, რომ ბოლო კვირაში იქ ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. ორშაბათის შემდეგ გაიზარდა სირიიდან თურქეთში ლტოლვილთა რაოდენობა.
XS
SM
MD
LG