Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობის თვითმფრინავის ჩამოგდებას მეამბოხეები მიიწერენ


სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთში მთავრობის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამ ცნობის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე მეამბოხეებმა გამოაცხადეს იმავე რეგიონში მათ მიერ საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ. სახელმწიფო მედიამ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად ტექნიკური პრობლემები დაასახელა და განაცხადა, რომ კატასტროფა „ჩვეულებრივი საწვრთნელი მისიის დროს“ მოხდა. სახელმწიფო სააგენტო „სანა“ იტყობინებოდა, რომ პილოტმა კატაპულტირება მოახერხა და მისი ძებნა მიმდინარეობდა. პარალელურად, სირიელმა აქტივისტებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელიც, მათი თქმით, ასახავს საბჭოთა წარმოების, ამჟამად მთავრობის საკუთრებაში მყოფ თვითმფრინავს, რომელსაც მიწიდან ესვრიან, ცეცხლი ეკიდება და ჩამოვარდება. მეამბოხეებმა მოგვიანებით, ასევე გაავრცელე ვიდეო კადრები, რომელზეც სავარაუდოდ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მფრინავი, მუფიდ მოჰამად სულეიმანი ლაპარაკობს და აღწერს ჩამოვარდნის ვითარებას.
XS
SM
MD
LG