იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ორშაბათს სირიის ქალაქ ალეპოში დაიღუპა იაპონელი ჟურნალისტი მიკა იამამოტო. გავრცელებული ინფორმაციით, ის სროლაში მოყვა სულეიმანიის რაიონში, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა მეამბოხეებსა და სამთავრობო ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. 45 წლის მიკა იამამოტო ცნობილი სამხედრო ჟურნალისტია. ის მანამდე ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა. სირიაში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე 4 უცხოელი ჟურნალისტი დაიღუპა. სირიელი უფლებადამცველების ინფორმაციით, ორშაბათს ალეპოში სამი უცხოელი ჟურნალისტი დაიკარგა. არაბულენოვანი ტელეკომპანიის ”ალ-ჰურას” ცნობით, არ ხერხდება სირიაში მყოფ ორ კორესპონდენტთან დაკავშირება.
ყველაზე პოპულარული
1