Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში აფეთქებას ემსხვერპლა ცხრა ადამიანი


20 აგვისტოს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სირიის საზღვართან ახლოს, სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა და ათეულობით დაიჭრა დისტანციური ბომბის აფეთქების შედეგად. ბომბი ქალაქ გაზიანთაფში, პოლიციის შენობის ახლოს აფეთქდა. თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ბესირ ათალაიმ განაცხადა სამშაბათს, რომ ორშაბათს დახოცილებს შორის არის ოთხი ბავშვი. თურქეთის მთავრობამ მომხდარისთვის პასუხიმგებლობა დააკისრა ქურთისტანის მუშათა პარტიას. თვითონ გაერთიანებამ უარყო ბრალდება.
XS
SM
MD
LG