Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

39-მდე გაიზარდა ვენესუელაში ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში აფეთქების მსხვერპლის რიცხვი


39-მდე გაიზარდა რიცხვი ადამიანებისა, რომლებიც დაიხოცნენ ვენესუელის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში, შაბათ დილით მომხდარი აფეთქების შედეგად. დაშავებულთა რაოდენობა 82-ია, მათგან 15 საავადმყოფოში მოათავსეს. 13 ოჯახი დარჩა საცხოვრებლის გარეშე, დაზიანდა 200 საცხოვრებელი სახლი, 11 მაღაზია. შემთხვევა მოხდა სანავსადგურო ქალაქ ამაუაისთან. ვენესუელის ენერგეტიკის მინისტრის, რაფაელ რამინესის განცხადებით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. გაზის გაჟონვის წყაროს ადგენენ, თქვა რამინესმა. ქვეყანაში გამოცხადდა სამდღიანი გლოვა. ქარხანა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, იქ დღეში 645 ათას ბარელ ნავთობს ამუშავებენ.
XS
SM
MD
LG