Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი „შემოტრიალების“ პირობას დებს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი პოლ რაიანი პირობას დებს, რომ არჩევნებში პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილება - რაიანის თქმით, „შემოტრიალება“. ამ განცხადებით რაიანი გამოვიდა პარტიის ყრილობაზე, რომელიც იმართება ფლორიდის შტატში მდებარე ტამპაში. „მას შემდეგ, რაც მთავრობა ოთხი წელი ცდილობდა სიმდიდრის განაწილებას, გვეყოლება ამერიკა, რომელიც ისევ შექმნის სიმდიდრეს (ტაში და შეძახილები). სამართლიანი გადასახადებითა და რეგულაციის რეფორმით, მთავრობას დავაბრუნებთ იმ მამაკაცებისა და ქალების მხარეზე, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს“, - ამბობს ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი, პოლ რაიანი, კონგრესმენი უისკონზინის შტატიდან. ის აცხადებს, რომ პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი მიტ რომნი გვერდს არ აუვლის რთულ საკითხებს. რესპუბლიკელების ყრილობაზე მის გამოსვლამდე, მიტ რომნის მეუღლემ და სხვა გამომსვლელებმა გააკრიტიკეს პრეზიდენტი ბარაკ ობამა.
XS
SM
MD
LG