Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია


საქართველოს მმართველმა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 155-კაციანი პარტიული სია წარადგინა. ცესკო-ში საარჩევნო სია პარტიის პრეს-სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა და აკაკი მინაშვილმა შეიტანეს. სიის პირველი ოცეული ასე გამოიყურება: დავით ბაქრაძე, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ბარამიძე, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი თევდორაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და მარიამ საჯაია. ეს უკანასკნელი 21 წლისაა და გამარჯვების შემთხვევაში ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კანონმდებელი გახდება.
XS
SM
MD
LG