Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი აცხადებს, რომ მზად არის გაიმარჯვოს აზერბაიჯანთან ნებისმიერ ომში


სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის განცხადებით, სომხეთი მზად არის „იბრძოლოს და გაიმარჯვოს“ ნებისმიერ ომში, რომელსაც მისი მეზობელი და მტერი აზერბაიჯანი წამოიწყებს. კვირას გაკეთებულ განცხადებაში სარქისიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს არ სურს ომი მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ბაქომ შეიძლება თავს მოახვიოს მას ასეთი კონფლიქტი. სარქისიანის განცხადება დაემთხვა ორ ქვეყანას შორის სადაო ტერიტორიის, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის სადღესასწაულო ღონისძიებებს. თავის მხრივ, ერთი დღით ადრე კი აზერბაიჯანმა შეიწყალა და სამხედრო სამსახურში დააწინაურა ლეიტენანტი რამილ საფაროვი, რომელიც სასჯელს იხდიდა უნგრეთში, სადაც ნატოს ენობრივ კურსებზე ყოფნის დროს 2004 წელს მან სომეხი კოლეგა გურგენ მარგარიანი ნაჯახით მოკლა. სომხეთმა ბუდაპეშტის ამ ნაბიჯის გამო დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა უნგრეთთან.
XS
SM
MD
LG