Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური სააგენტო ირანს ფარშინის ბაზაზე ინსპექტორების შეშვებას სთხოვს


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, იაკია ამანომ ირანს მოუწოდა, დაუყოვენებლივ დაუშვას ინსპექტორები სამხედრო ობიექტ ფარშინზე. სააგენტოს ექსპერტების ვარაუდით, ამ ობიექტზე შეეძლო თეირანს რამდენიმე წლის წინ იარაღის შექმნისთვის საჭირო საცდელი აფეთქებების მოწყობა. ამანომ ვენაში გამოსვლისას განაცხადა, რომ საჭიროა ინსპექციის დაუყოვენებლივ, დაგეგმილ სანატარულ დამუშავებამდე, აკრძალული გამოცდების კვალის წაშლამდე, ჩატარება. დასავლეთი შიშობს, რომ ირანს შეიძლება ბირთვული იარაღის განვითარება სურდეს. თეირანი კატეგორიულად უარყობს მსგავს ბრალდებას.
XS
SM
MD
LG