Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა


საქართველოს დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი ეწვევა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიზიტი საქართველოსა და ესტონეთის მჭიდრო თანამშრომლობის დასტურია.
ვიზიტის ფარგლებში ურმას პაეტი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს, ასევე შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. ვიზიტის ფარგლებში მხარეები ხელს მოაწერენ შეთანხმებას, საიმპლემენტაციო ოქმს უნებართვოდ მცხოვრებთა რეადმისიის შესახებ.
XS
SM
MD
LG